სერაფიმე-დივეეველის ღვთისმშობლის „ნუგეშის“ ხატი

სერაფიმე დივეეველის ღვთისმშობლის „ნუგეში“-ს ხატი ღირსი სერაფიმე საროველის სენაკის ხატს წარმოადგენდა. წმინდა ხატის წინ დანთებული კანდელის ზეთით, ღირსი მამა ავადმყოფებს კურნავდა. მოღვაწე მამა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის "ნუგეშის" ხატს - "ყოველთა სიხარულთა სიხარულს" უწოდებდა. 1833 წლის 2 იანვარს, წმინდა მამის სული ამ ხატის წინ ლოცვის დროს მიეახლა უფალს. ღირსი სერაფიმე საროველის გარდაცვალების შემდეგ, მონასტრის წინამძრვარმა ნიფონტმა "ყოველთა სიხარულთა სიხარულის" წმინდა ხატი დივეევოს სერაფიმეს სავანის დებს გადასცა.