ნუგეშის ღვთისმშობლის ხატის ისტორია

1833 წელს წმინდა სერაფიმე საროველის გარდაცვალების შემდეგ, დივეევოს სავანეში ინახებოდა მისი სენაკური, ღვთისმშობლის განსაკუთრებულად პატივცემული ხატი ნიგეშისა, რომლის წინაშეც დიდი წმინდანი თავდადებულად ლოცულობდა. ხატიდან ხელთუქმნელი ღვთიური სინათლე ანათებდა და მოღვაწის სულს ღვთის მადლით განმსჭვალულ ჭურჭლად აქცევდა. ნუგეშის ამ ხატს ღირსი სერაფიმე ხშირად „სიხარულთა სიხარული“-ს უწოდებდა.

სერაფიმე-დივევვოს ნუგეშის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული 28 ივლისს აღესრულება, ალბათ იმიტომ, რომ ეს დღე წმინდა მოციქული პროხორის ხსენების დღეა, რომლის სახელიც ღირსი სერაფიმე საროველის ნათლობის სახელია.