ტიხვინის ღვთისმშობლის ხატის ისტორია

გადმოცემით, ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი წმინდა მოციქულ ლუკა მახარებლის მიერ იქნა დაწერილი და ნტიოქიაში გაგზავნილი. ხატი შემდგომში იერუსალიმში გადააბრძანეს. V საუკუნეში, დედოფალმა ევდოკიამ ხატი ტონსტანტინოპოლში გადაასვენა და სპეციალურად მისთვის აგებულ ვლახერნის სახელწოდების ტაძარში დააბრძანა. იმავე ტაძარში იყო დაბრძანებული ვლახერნის ღვთისმშობლის სახელგანთქმული ხატიც, რომელთანაცაა დაკავშირებული მომავალი ტიხვინის ღვთისმშობლის ხატის წარმომავლობა. ხატბრძოლის ეპოქაში, ხატი პანტოკრატორის სამფლობელოში იქნა გადამალული. ლეგენდის თანახმად, ეს საკვირველმოქმედი ხატი რუსეთს, პირველად 1838 წელს, დიდი თავადის დიმიტრი დონელის დროს მოევლინა. წყაროები მოგვითხრობენ, რომ ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი კონსტანტინოპოლიდან მობრძანდა, ქალაქის თურქების მიერ დაპყრობიდან 70 წლის შემდეგ.

ნოვგოროდის მხარეში, ლადოგის ტბის თავზე, ზეგარდმო ირგვლივ ყველაფერს ნათელი მოეფინა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი სასწაულებრივად მზესავით ანათებდა და წყალზე ისე მოდიოდა, თითქოს ვიღაცის უხილავ ხელს მოჰქონდა. გარკვეული დროის შემდეგ, ტიხვინიდან 100 მილის მოშორებით, იგივე ხატი კვლავ გამოჩნდა, იგი ნათელს ჰფენდა და თითქოს ცაში ლივლივებდა. ამ ადგილას თავდაპირველად ხის ტაძარი ააშენეს და ხატი ამ ტაძარში დააბრძანეს. 1510 წელს ტაძარი ქვისაგან იქნა აგებული, ხოლო 50 წლის შემდეგ აქ ტიხვინის ღვთისმშობელი-უსპენსკის მონასტერი დაარსდა.

ტიხვინის ღვთისმშობლის ხატს მრავალი სასწაული მიეწერება. ღვთისმშობლის მადლის ძალით, ის ბრმებს სინათლეს უბრუნებდა, ხოლო უძლურებს კურნავდა. ტიხვინის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერს შვედები ხშირად თავს ესხმოდნენ. დედა ღვთისა ყოველთვის იცავდა მონასტერს: მტრებს საშინელი ხილვებით აშინებდა და აიძულებდა უკან დაბრუნებულიყვნენ.

ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი რუსეთში ძალიან დაფასებულია. ამ ხატის ასლები მრავალ ტაძარშია დაბრძანებული.

ტიხვინის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის დღესასწაული აღესრულება 26 ივნისი.