სტოიანკა ივანოვას გობელენების ქსოვის ინსტრუქცია

გვირისტი Petit-Point

მოდელის ფრაგმენტზე წარმოდგენილია სქემების ორი ტიპი:

1. ძირითადი სქემა (1:4)

სქემის ერთი ნიშნის შესრულება ხდება petit point-ის ოთხი გვირისტით, ორი სხვადასხვა ძაფის გამოყენებით.

ყოველ კვადრატში 10X10=100 ნიშანია

2. სქემა ფრაგმენტისა (1:1)

სქემის ერთი ნიშნის შესრულება ხდება petit pointის ერთი გვირისტით, ორი სხვადასხვა ძაფის გამოყენებით. ყოველ კვადრატში 20X20=400 ნიშანია

მათი კომბინაცია შემდეგნაირად ხდება:

რეკომენდირებულია, პირველ რიგში, ქარგვის 1:4 ხერხის გამოყენებით, შესრულდეს ფონის ძირითადი სქემა (ეს საშუალებას მოგვცემს დროის მცირე მონაკვეთში დიდი მოცულობის ქარგვითი სამუშაო შევასრულოთ). შემდეგ გამოვიყენოთ ქარგვის 1:1 ხერხი და ცარიელი ადგილები ამოვქარგოთ ქარგვის სხვა სქემების გამოყენებით.