ხელით ქარგვა

ქარგვისათვის აუცილებელია გვქონდეს საქარგავი ნაკრები: ძაფები, ქსოვილი, ნემსები (მოკლე და დიდი ყუნწით), მაკრატელი, სათითე, კაუჭი და ქარგები. ნემსის სისქის შერჩევა დამოკიდებულია იმაზე თუ რა მასალისგანაა დამზადებული ქსოვილი, რომელზეც ვქარგავთ და რა სისქე (ნომერი) აქვს საქარგავ ძაფს. ძაფის სიგრძე 50-60 სმ-ს არ უნდა აღემატებოდეს. ქარგებით ქარგვისას, სათითურის გამოყენება საჭირო არაა. მაკრატელი მცირე (1-12 სმ სიგრძე) ზომის უნდა იყოს და მჭრელი ბოლოები უნდა ჰქონდეს. კაუჭი კილოკავის ტიპის ნაკერის შესასრულებლად გამოიყენება. მუშაობის პროცესში სხვადასხვა სახის ძაფები გამოიყენება. ზოგიერთი სახის ქარგვისას (მაგალითად, ქარგვა ჯვრით) ზოგჯერ სარჩული („კანვა“) გამოიყენება. მცირე ზომის ნაკეთობები, ჩვეულებრივ, მრგვალი ფორმის ქარგებზე სრულდებ: ქსოვილი მცირე ზომის რგოლზე უნდა დადოთ, ზემოდან მას დიდი ზომის რგოლი უნდა დაადოთ და კარგად დაჭიმოთ. სწარფად ქარგვისათვის უნდა შეგვეძლოს ორივე ხელის გამოყენება. ზოგიერთ ნაწიბურს ქარგის გამოყენების გარეშე ასრულებენ: ქსოვილს, მარცხენა ხელის სამი თითით, თანაბრად იღებენ, მათ შორის ცერა და ნეკა თითებით ხდება სოვილის დაჭერა. ნემსის დაჭერა და მისი ქსოვილში გატარება მარჯვენა ხელის შუა თითის გამოყენებით ხორციელდება. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია ქარგვისას ჯვრით. თუ ნახატის ზომები ნაკეთობის სიდიდეს არ ემთხვევა, მაშინ ნახატი შეიძლება შევამციროთ ან გავზარდოთ. მუქი ფერის ქსოვილზე ქარგვისას, ნახატი გადააქვთ კალკაზე და ნახატის კონტურს, სახატავი ფანქრის გამოყენებით, აფერადებენ. მაუდის, ხავერდისა და აბრეშუმის ბრჭყვიალა ქსოვილებზე ნახატის გადატანა შესაძლებელია შემდეგნაირადაც: გადავიტანოთ ნახატი თამბაქოს თხელ ქაღალდზე და კონტურით ის ქსოვილზე მივაბლანდოთ, შემდეგ ქაღალდი ფრთხილად მოვაცილოთ. ქსოვილზე დარჩება საჭირო ნახატის კონტურის მოხაზულობა ძაფებით, რომელსაც უზორი (ნახჭი) ეწოდება. გამჭვირვალე, ნათელ ქსოვილზე ნახატის გადატანა. gamWvirvale, naTelი qsovilის ზედაპირზე naxatis გადატანა შესაძლებელია შემდეგნაირად: მინაზე დადებულ ნახატს ქსოვილი ზემოდან დავაფაროთ. მინის ქვეშ ნათურა მოვათავსოთ და მის შუქზე, სახატავი ფანქრის საშუალებით, მოვნიშნოთ ქსოვილზე გადასატანი ნახატის კონტურები (ე. წ. „გადაშუშვა“). თუ ნახატი ქსოვილზე რაიმე მზა ნაკეთობაზე შესრულებული ნაქარგიდან გვინდა გადავიტნოთ, საჭიროა ნაქარგზე დავადოთ თეთრი ქაღალდი, რომელზე დავაფაროთ კოპირების ფურცელი და ის თეთრი ქაღალდის ზედაპირზე ვახახუნოთ. შედეგად, თეთრი ქაღალდის ზედაპირზე დარჩება გადასატანი ნახატის ანაბეჭდი, რომლის კონტურსაც უბრალო (არა ქიმიური) ფანქრი უნდა შემოვავლოთ. მზა საქარგავ ნაკრებებში ნახატი ქსოვილზე ან სარჩულზე უკვე გადატანილია. ქარგვის დროს ნუ გააკეთებთ ნასკვებს. მუშაობის დაწყების წინ, ქსოვილზე ძაფს ამაგრებენ შემდეგნაირად: 1. გავაკეთოთ რამდენიმე პატარა გვირისტი ქსოვილის იმ ადგილას, რომელიც შემდგომში ნაქარგით უნდა დაიფაროს; 2. გავაკეთოთ ერთი გვირისტი და ისე, რომ ძაფი მთლიანად არ გავჭიმოთ, ძაფის დარჩენილი ბოლო მეორე გვირისტით მივაკეროთ, ხოლო ძაფის დარჩენილი ბოლო მაკრატლით მოვაჭრათ. შემდეგ ეს ადგილი ნაქარგით დავფაროთ. ქარგვის დამთავრების შემდეგ, სამუშაო ძაფი, მცირე გვირისტებით, ნახატის ქვეშ გავატაროთ; 3. ორმაგი (ორად შეერთებული) ძაფი ნემსის ყუნწში გავატაროთ. ნემსი ქსოვილის უკანა მხრიდან მის პირით მხარეს ამოვატაროთ. ამასთან, ძაფის ბოლოები უნდა დავჭიმოთ. ქსოვილის შუა ნაწოლში რჩება ნასკვი. ამის შემდეგ, ძაფი ნემსით ქსოვილის შიდა მხარისაკენ, პირველი ნასვრეტის გვერდით, ჩავატაროთ, გავატაროთ ის ნასკვში და დავჭიმოთ. მას შემდეგ რაც ძაფს ქსოვილზე დავამაგრებთ შეგვიძლია დავიწყოთ ქარგვა.

ქარგვის სახეები

ამონაქარგი შეიძლება იყოს ორი ძირითადი სახის: დათვლადი (ქსოვილზე ქარგვა ხდება ძაფების რაოდენობის მიხედვით), მაგალითად, ქსოვა ჯვრით, და თავისუფალი (ქარგვა ხდება ნახატის კონტურის გასწვრივ თავისუფალი ნაკერების გამოყენებით, დათვლის გარეშე).

მარტივი სახის ნაკერები

ხვიარა ნაკერი

ის გამოიყენება კონტურის კვანძებისა და ყვავილების კონტურების ამოსაქარგავად. მას ასრულებენ ნემსის უკან ჩაბრუნების ხერხის გამოყენებით ანუ ყოველი ახალი გვირისტის შესრულება ხდება უკან დაბრუნებით. დაამაგრებთ რა ძაფს ქსოვილზე, ნემსის თავი ქსოვილის პირით მხარეზე ამოიყვანეთ და მასზე 2-4 ცალი ძაფი მოაგროვეთ. ძაფი კარგად გაწელეთ და კვლავ უკან დააბრუნეთ, რომლის დროსაც, როგორც პირველი გვირისტის შემთხვევაში, ნემსზე კვლავ იგივე რაოდენობის ძაფები მოაგროვეთ. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ გვირისტები ყველა ერთნაირი ზომის უნდა იყოს და ნემსის ყოველი მომდევნო ამოყვანა, ქსოვილის პირით მხარეს, წინა გვირისტის შუაში უნდა მოხდეს.

ხავერდისებრი ნაკერი- ე. წ. „თიკანი“

ასეთი სახის ნაკერები საბავშვო ტანსაცმლის მოსართავად გამოიყენება. ის თანამკვეთი გვირისტების ერთობლიობას წარმოადგენს: ორ პარალელურ რიგს ქსოვილის უკანა და პირით მხარეზე. თუ თიკანი“ სწორ ზოლად კეთდება, მაშინ საქსოვ მასალაზე მონიშნება ორი პარალელური ხაზი, რომელთა შორის მანძილი ზოლის სიგანის ტოლია. მკვრივი ქსოვილების შემთხვევაში, საჭიროა გამოვიყენოთ ორმაგი ძაფი. ქარგვა უნდა დავიწყოთ ქვემოდან ზემოთ. გვირისტები უნდა გავაკეთოთ ჩვენგან, ხოლო ნემსი მივმართოთ ჩვენსკენ. ხავერდისებრი ნაკერით შეგიძლიათ შეავსოთ, აგრეთვე, მცირე ზომის ყვავილები და ფოთლები, სხვა რომელიმე სახეობის ქარგვის დროს. “Tikani” შეიძლება გაალამაზოთ, თუ სხვადასხვა ფერის ძაფებს გამოიყენებთ. ამ სახის ნაკერი შეიძლება გააკეთოთ 3-4 სხვადასხვა ფერის ძაფით, ამასთან ფერები კარგად უნდა შეარჩიოთ. ჯერ “Tikani”-ს ერთი რომელიმე ფერის ძაფით ასრულებენ, ხოლო 2-ე ფერის გვირისტებს პირველი ფერის გვირისტების პარალელურად, მასთან მიჯრით ასრულებენ. შემდეგ იგივეს აკეთებენ 3-ე და 4-ე ფერის ძაფებითაც.

ტამბურული (კილოკავისებური) ნაკერი

ასეთი ნაკერი გამოიყენება ზოგიერთი სახის კონტურული უზორის ქარგვისას, ასევე ასეთი ნაკერებით ხდება შევსება უზორებისა, რომლებიც ხვიარა ნაკერითაა შესრულებული (მცირე ზომის ყვავილები, თავთავი). ის წარმოადგენს ერთნაირი ზომის, ერთმანეთისაგან გამომავალი მარყუჟების რიგს. მათი ჯაჭვის ფორმა და სიდიდე შეიძლება იყოს სხვადასხვა.ქსოვილზე ძაფის დამაგრებისა და მისი ქსოვილის წინა მხარეზე გამოყვანის შემდეგ, უნდა მოვიქცეთ შემდეგნაირად: ძაფი შევკრათ ყულფის სახით, დავიჭიროთ ის თავისუფალი ხელის ცერა თითით და, იმავე ნასვრეტით, ნემსი ქსოვილის უკანა მხარეზე გავატაროთ. ასეთ შემთხვევაში, ნემსი უკანა მხარეზე ზუსტად ყულფის ქვეშ გავა. ამის შემდეგ, ნემსი ყულფის შუაში ამოვატაროთ.



ნაკერები „ზონარი“ და „ორთითა“

ასეთი ნაკერებით შეიძლება მოირთოს ჯიბეები, კაბის კოკეტები. ამონაქარგი განსაკუთრებით ლამაზია მაშინ, როცა ის შესრულებულია იმავე მასალის ძაფით, რისგანაც თვითონ ქსოვილია დამზადებული. ქარგვისათვის განკუთვნილ ქსოვილზე წინასწარ დავიტანოთ რომბების ბადე. რომბის გვერდის სიგრძე 2-3 სმ-ის ტოლი უნდა იყოს. ბადის ყველა ხაზის გასწვრივ გავაკეთოთ ნაკერი „ნემსით წინ“. გვირისტები და მანძილი ორ მომდევნო გვირისტს შორის ერთმანეთის ტოლი უნდა იყოს და 5 მმ-ს არ უნდა აღემატებოდეს. ამის შემდეგ: 1. ყოველი გვირისტის ქვეშ, ზემოდან ქვემოთ, ახალი ძაფით გვირისტები შევასრულოთ. შედეგად მივიღებთ ნაკერს, რომელსაც „ზონარი“ ეწოდება; 2. თუ ახალ ძაფს ხან ზემოდან, ხან კი ქვემოდან, გავატარებთ მივიღებთ ნაკერს, რომელსაც „ორთითა“ ეწოდება. ბადის ხაზების გადაკვეთის წერტილები შეიძლება გავალამაზოთ ტამბურული ყულფებით ან მათ მძივები დავაკეროთ.



თვლადი ნაქარგები

თვლადი ნაქარგები (მაგალითად, ქარგვა ჯვრით) მოსახერხებელია შევასრულოთ ტილოზე ან ტილოგადაკრულ ქსოვილზე, რომლებზეც ძნელი არაა დავითვალოთ ძაფების რაოდენობა. ასეთი ნაკერებით გეომეტრიული ხასიათის (სწორი ხაზებით) ნახატებს აკეთებენ. თვლადი ნაქარგების (ხალხური, ტრადიციული ნაქარგები) უმრავლესობა სრულდება ერთიან ქსოვილზე ან გამჭოლ ქსოვილზე, რომელიც წინასწარაა გამეჩხრებული მისგან ძაფების გამოგლეჯის (გამოწელვის) გზით. ამ დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ სარჩული, რომელიც, როგორც წესი, შედის ქარგვის ნაკრების შემადგენლობაში.

გამჭოლი თვლადი ნაკერი

ასეთი ტიპის ნაკერებს მიეკუთვნებიან ჭვირნარის (ნაჩვრეტებიანი გვირისტი) სხვადასხვა სახეები. ეს არის ვიწრო, გვირისტული ნაკერი, რომელსაც ქსოვილიდან გამოგლეჯილი ძაფებით გამოყენებით აკეთებენ. თითოეულ ჭვირნარს ასრულებენ ქარგებზე მარცხნიდან მარჯვნივ კოჭებად დახვეული ძაფებით (№№ 40, 50, 60, 80). ჭვირნარი გამოიყენება არა მარტო როგორც ქარგვის დამოუკიდებელი სახეობა, არამედ მისი საშუალებით ქარგვის სხვა სახეობების ფრაგმენტებსაც ხშირად ავსებენ. ჭვირნარის პირველი გვირისტის მისაღებად, ნემსი მომავალში მისაღები სვეტის ძაფებს შორის უნდა გავატაროთ და შევარჭოთ ის მასალაში, ჭვირნარის კიდიდან 2-3 ძაფის დაშორებით. შემდეგ, სამუშაო ძაფს, მარჯვნიდან მარცხნივ, ყულფის სახით დებენ, ნემსის წვერით იღებენ ჭვირნარის 4 ძაფს და ყულფად მოჭიმავენ. ნაკეთობის კიდეების შემოსაკერად, საჭიროა მისი თანაბრად შემოჭრა ძაფის გასწვრივ. ამისათვის, ქსოვილის კიდედან უნდა გამოვგლიჯოთ პირველი მთლიანი ძაფი და ქსოვილი მისი კვალის გასწვრივ შემოვჭრათ. შემდგომ, განვსაზღვროთ მონაჭრის სიგანე: თუ სიგანე 2 სმ-ია, მაშინ ჭვირნარის კეთებას ქსოვილის კიდიდან 4,5 სმ-ზე იწყებენ, ტოვებენ რა ადგილს შემონაკეცისათვის.




როცა შემონაკეცს სუფრის გადასაფარებელს უკეთებენ, ქსოვილის ოთხივე მხარის კიდეებიდან თითო ძაფს აცლიან (ნემსის გამოყენებით). შემდეგ, შესასრულებელი ჭვირნარის სიგანის მიხედვით, ოთხივე მხარეს აცლიან კიდევ 3-4 ძაფს. სამუშაო ძაფის მოძრაობა წარმოდგენილ ნახატებზეა გამოსახული. უმარტივეს ჭვირნარებს მიეკუთვნებიან „ხოჭო“, „პანკა“ და საქსელე ჭვირნარი. გრძივი და განივი ჭვირნარების შეერთების ადგილებში მიღებულ ცარიელ კვადრატებს ე. წ. „ობობებით“ ავსებენ.






ჭვირნარი „სვეტი“

ქსოვილიდან უნდა გამოვგლიჯოთ 3-4 ძაფი. სამუშაო ძაფი 2-3 ძაფად გამოწელილი ზოლის მარცხენა მხარის ბოლოში დავამაგროთ, გამოვიყვანოთ ის ქსოვილის წინა მხარეს და, ქსოვილის შიდა მხრიდან, მისი გამოყენებით შევკრათ 3-4 ცალი ვერტიკალური ძაფი. სამუშაო ძაფი, მარცხნიდან მარჯვნივ, ერთჯერ შემოვახვიოთ. ნემსი ქსოვილის ზედაპირის შიდა მხრიდან მის გარე მხარეზე, მომდევნო გვირისტამდე, ჭვირნარის კიდიდან 2-3 ძაფით ქვემოთ გამოვიყვანოთ.








ჭვირნარი „ხოჭო“

ჯერ გააკეთეთ ჭვირნარი „სვეტი“. ამის შემდეგ, ჭვირნარის შუაში, ძაფით შექმნილი ყულფით, ერთად შეაგროვეთ სამ-სამი სვეტი და თითეოეული სამეულისათვის გააკეთეთ ყულფი. ყულფი შეიძლება გაუკეთდეს არა სამ-სამ, არამედ ორ-ორად არებულ სვეტებსაც.








ჭვირნარი „პანკა“

ფართე ჭვირნარის შუაში დატოვეთ 3-4 ძაფი (ისინი არ ამოაძროთ). პირველი გვირისტით, სამუშაო ძაფით დავფაროთ დატოვებული ძაფები ქვემოდან ზემოთ. დიაგონალის გასწვრივ, გავატაროთ ის მათ ქვეშ, გამოვიყვანოთ ქსოვილის წინა მხარეზე (პირველი გვირისტიდან, 4-6 ძაფის ტოლ მანძილზე) და დავაბრუნოთ ის პირველი გვირისტის გაკეთების დაწყების ადგილზე ანუ ძაფი გამოვიყვანოთ ჰორიზონტალურად მარჯვნიდან მარცხნივ. ამის შემდეგ, ძაფი გადავაადგილოთ დიაგონალურად ზემოთ და მისი გამოყენებით შემოვუჭიროთ ძაფის ქვედა ნაწილი, ხოლო ძაფის ზედა ნაწილის შემოსაჭერად, ძაფი ვამოძრაოთ დიაგონალურად მარჯვნიდან მარცხნივ ქვემოთ.





ამ სახის ჭვირნარის საფუძველზე სრულდება ზოგიერთი სხვა, უფრო რთული, ჭვირნარი. ქსოვილის ძაფები, რომლებიც „პანკის“ ორ რიგს შორისაა, სხვა ფერის ძაფებთან ხლართავენ. ძაფების ორ რიგს შორის მოთავსებული ფართე ზოლი კი შეიძლება ამოიქარგოს ვერტიკალური გვირისტებით ან „თიკანი“-ს ტიპის ნაკერით. თუ „პანკა“ ქსოვილის კიდის სიახლოვესაა გაკეთებული, მას ჩადგმას უწოდებენ.









ჭვირნარი „ტილოსებური“

ამისათვის, მას შემდეგ რაც გააკეთებთ „პანკის“ ზედა რიგს და შეუდგებით მისი ქვედა რიგის შესრულებას, ერთდროულად შეასრულეთ „ტილოსებური“ ჰაეროვანი მარყუჟები. ამისათვის, ძაფით აკეთებენ „პანკის“ ორ ვერტიკალურ სვეტს და ზემოთ-მარცნივ მოძრაობით ძაფს მარყუჟით ორივე სვეტს შემოახვევენ, რის შემდეგაც ძაფი გადის ზემოთ და აკეთებს მარყუჟს „პანკის“ ზედა რიგში, ასევე მარყუჟს აკეთებენ ორ მარჯვენა სვეტზე და კვლავ ეშვებიან ქვემოთ - ბრუნდებიან მარუჟის დასაწყისთან. მომდევნო მარყუჟის გასაკეთებლად, საჭიროა გავაკეთოთ „პანკის“ ოთხი ახალი სვეტი და ყულფი გავაკეთოთ, მარცნიდან მარჯვნივ, 4-ე და 5-ე სვეტებს შორის.








ჭვირნარი „დაფენვით“

ჯერ უნდა გააკეთოთ ჭვირნარი სვეტი. შემდეგ, მარჯვნიდან მარცხნივ, მიღებულ სვეტებს მსხვილი ძაფით გამოკემსავენ.











„ობობა“

სამუშაო ძაფი ჯერ კვადრატის დიაგონალების გასწვრივ გავჭიმოთ, ხოლო შემდგომ ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად, შემოვახვიოთ ის. ამასთან ბოლო ძაფი მხოლოდ შუამდე შემოვახვიოთ. დაჭიმული ძაფის ყველა გადაკვეთის ადგილებში უნდა გავაკეთოთ ნასკვები. „ობობა“ მიიღება როცა ძაფს ვამოძრავებთ წრის გარშემო და ამავროულად მოვახდნთ ძაფების ერთმანეთთან გადახლართვას. შემოვუვლით რა წრეს, დაჭიმული ძაფი ძაფითვე დავიჭიროთ და უკან შემოვაბრუნოთ, ძაფები გადავხლართოთ შებრუნებული თანმიმდევრობით. ასე უნდა გავაკეთოთ რამდენიმე წრე. ბოლო წრის გაკეთების შემდეგ, ძაფი უნდა დავამაგროთ შემოუხვეველი ძაფის გვერდით და ბოლომდე შემოვახვიოთ მას. კვადრატის კიდეები გავამაგროთ მჭიდრო ნასკვისებური ან ნაცური ნაკერით.







გადაწვნის (დაგრეხვის) გზით დაგვირისტების ხერხი

ამ სახეობის ქარგვის საფუძველს წარმოადგენს ბადე, რომელზეც ნახატის გადატანა ხდება. ბადის მოსამზადებლად, მომავალი უზორის კონტურის ორგვლივ ქსოვილს ერთი ძაფს შემოაცლიან და ნემსით, მის ნაცვლად, ფერად ძაფს ატარებენ. ამასთან, ნემსითვე უნდა მოვახდინოთ, ფერადი ზაფის ზემოთ და ქვემოთაც, 3-3 ძაფის დაჭერა. შემდეგ, ქსოვილს ქარგებში დებენ. ფერად ძაფზე მყოფი ქსოვილის გრძივ და განივ ძაფებს წააჭრიან და მოაგლეჯენ. ამის შემდეგ, სამუშაო ძაფით ხდებაგადაწვნა, დიაგონალის გასწვრივ. ბადის შევსების უფრო მარტივი ხერხებია: დაფენა - ძაფით ბადის უჯრების ერთი მიმართულებით გადაკვანძვა.






ერთმაგი და ორმაგი კემსვა

ერთმაგი კემსვა ეს არის პროცესი, როცა უჯრედებს ერთი ჰორიზონტალური და ერთი ვერტიკალური გვირისტით ვავსებთ (წააგავს ქარგვას ჯვრით), ამასთან ყოველ უჯრედში წარმოიქმნება ჯვარი. ორმაგი კემსვა სრულდება იგივენაირად- ამ შემთხვევაში ყოველ უჯრედს გრძივად და განივად ორფენა ძაფით მიაკემსავენ. თავდაპირველად ბადის ზედაპირზე გაჰყავთ და ბადესთან გადაკვეთის ადგილებში შემოახვევენ ერთ გვირისტს, შემდგომ მეორეს აკეთებენ პირველის პარალელურად და ისევ შემოახვევენ და ა. შ. შედეგად, ბადის ყოველ უჯრედში 2 ვერტიკალური და 2 ჰორიზონტალური გვირისტი მიიღება.






„აბლაბუდა“

ამ დროს სამუშაო ძაფს ბადესთან გადაწვნავენ და უჯრედებში ძაფით ჰაეროვან ყულფს აკეთებენ. პროცესს იმეორებენ ხან ზევით, ხან ქვევით, ხან კიდევ დიაგონალის გასწვრივ.











სტლანი

არაგადაგრეხილი ძაფით კემსვა ქსოვილის ერთიანობის შთაბეჭდილებას ქმნის. ასეთ შემთხვევაში, ამოსაქარგავი ნახატის ფიგურების შესრულებისას გამოიყენება დგამი. ფონისათვის ახდენენ სხვადასხვა სახის ფერების ძაფების ერთმანეთთან გადაწვნას.





თავისუფალი ქარგვა

ქარგვის ეს სახეები ყოველთვის ქსოვილზე გადატანილი ამოსაქარგავი ნახატის მიხედვით სრულდება. ის განსხვავდება ჯვრით ქარგვისაგან, მაგრამ ასევე მოითხოვს გარკვეულ უნარს და ქარგვისათვის საჭირო ინსტრუმენტების განსაზღვრულ ნაკრების ქონას - ესაა ძაფები, ნემსები (მოკლე და ფართე ყუნწის მქონე), მაკრატელი, სათითე, ქსოვილი, კაუჭი და ქარგები.

ნაცური

ნაცური ქარგვა ნახატით ქარგვის ყველაზე მეტად ცნობილი და გამოყენებადი ხერხია, მას მრავალი ნაირსახეობა გააჩნია. მისი საშუალებით ასრულებენ მცენარის ყვავილებიან და ფოთლებიან ორნამენტებს, აგრეთვე ზოგიერთ გეომეტრიულ ორნამენტსაც. ამ ხერხით ქარგვა ნებისმიერი სახის ქსოვილზეა შესაძლებელი. ის კარგად ეხამება სხვა სახის ქარგვებს, როგორიცაა: ღეროვანი ნაკერი, „როკოკო“, ქარგვა ჯვრით და სხვა. ამოსაქარგავი ნახატი შეგიძლიათ თვითონ შეარჩიოთ ან შეიძინოთ უკვე მზა საქარგავი ნაკრები.





ცალმხარა ნაცური („ზენაკერი“)

ასეთ ქარგვას იყენებენ მაშინ, როცა მცენარეთა დიდი ნახატების შესრულება ხდება: ბალიშის ზედაპირზე, ძეწარზე, გზა-ხალიჩებზე და ა. შ. ისინი გამოირჩევიან იმით, რომ ამ დროს გვირისტი თითქმის მთლიანად ქსოვილის პირით მხარესაა, მთლიანად ფარავს უზორის საჭირო ადგილებს და ქსოვილის მხოლოდ რამდენიმე ძაფითაა დამაგრებული. ქარგვა ხება მულინეს (6 ძაფი) ან შალის მსხვილი ძაფებით. ჩვეულებრივ, ძაფის ძირითადი ფერია წითელი, რომელიც ლურჯ, ყვითელ, მწვანე და თეთრ ფერებთანაა შეხამებული. „ზენაკერის“ გვირისტები სრულდება არა ერთმანეთთან მიჯრით, არამედ ერთმანეთისაგან გარკვეულ მანძილზე. ქსოვილის პირით მხარეზე მიიღება ძირითადი ნახატი (ნახ. ა), ხოლო მის უკანა მხარეზე, მცირე გადასვლებით, გვირისტები ნახატის გარკვეულ კონტურს (ნახ. ბ) ქმნიან. მცენარეების ფოთლებს ნაცურით ფარავენ, გვირისტებს ფოთლის შუა ნაწილიდან ორი მიმართულებით, დახრილად აკეთებენ. ამასთან, უნდა დავიწყოთ ფოთლის მახვილი ბოლოდან. კონტურიდან ცენტრისაკენ პირველად გრძელ გვირისტს აკეთებენ (ნახ. გ). ჯერ ავსებენ ფოთლის ერთ მხარეს, შემდეგ კი მეორეს. გვირისტებს ცენტრისაკენ ფერებში განალაგებენ (ნახ. დ). ნახატის შუა ნაწილებს, როგორც წესი, სხვადასხვა სახის ბადეებით ავსებენ. ბადის მისაღებად, სამუშაო ძაფი უნდა დავჭიმოთ კონტურის ერთი ბოლოდან მის მეორე ბოლომდე, როგორც ვერტიკალურად, ისე ჰორიზონტალურად. მიღებული ბადის კვანძებს ჯვრებით ან გვირისტის ფორმით რთავენ.

თეთრეულის ნაცური

თეთრეულის (ანუ ამობურცული) თეთრი ნაცური გამოიყენება თეთრეულის, ცხვირსახოცების, მოსასხამების ქარგვისას. ნახატის კონტურს „ნემსი წინ“ ხერხით ქსოვილზე ამაგრებენ. იმ ადგილების ქვეშ, რომელიც რელიეფური უნდა იყოს, ნაქარგის მომავალი გვირისტების საწინააღმდეგო მიმართულებით, რამდენიმე მსხვილი გვირისტით ამაგრებენ ნაფენს (მაგალითად, ნაფენს დებენ ფოთლის გასწვრივ, ხოლო ნაცურით კერავენ განივად). ამობურცული ნაცურით და სვეტოვანი ნაკერებით ამოქარგულ უზორს, ჩვეულებრივ, ქარგვის სხვა სახეობებს უხამებენ: კვანძებს (რომლებითაც ხდება ყვავილებისა და ფოთლების ნაწილების შევსება). ამ შემთხვევაში, ძაფგაყრილ ნებსზე რამდენიმეჯერ (კვანძის ზომის შესაბამისად) ახვევენ ძაფს და მას მარცხენა ხელის დიდი თითით იჭერენ, ნემსს კი, მარყუჟებში გატარების შემდეგ, ქსოვილზე ამაგრებენ და ა. შ.





ატლასის ნაცური

ატლასის ნაცურს ქარგავენ ერთმანეთთან მჭიდროდ მიჯრილი გვირისტებით, როლებიც, ამავე დროს, ბოლოებით ერთმანეთს არ ეხებიან. ამ დროს მულინესა და აბრეშუმის ძაფები გამოიყენება. ნემსში ერთჯერად ძაფს უყრიან, ყოველ მომდევნო გვირისტის მისაღებად ნემსს წინა გვირისტის შია ნაწილის მახლობლად ატარებენ. ყველა გვირისტი უნდა გაკეთდეს ფოთლის ძარღვის გასწვრივ.


რუსული ნაცური

რუსული ნაცური სრულდება „ნემსი წინ“ ტიპის ნაკერის სახით, ქსოვილის სწორი ძაფის გასწვრივ. ამ დროს, ნემსიქსოვილის პირითა მხარეს 5-7 მმ-ზე ამოდის, ხოლო უკანა მხარეს 1 მმ-ზე. მთელი უზორი ერთი მიმართულების მქონე გვირისტებით კეთდება. შემდეგ რიგში გვირისტის გასაკეთებლად ნემსს მეზობელი გვირისტის შუა ნაწილის მახლობად ატარებენ. ქარგვა ისე უნდა შესრულდეს, რომ ორ მეზობელ გვირისტს შორის ქსოვილის ზედაპირი არ მოჩანდეს. ამისათვის, გვირისტების რიგები ერთმანეთთან მჭიდროდ უნდა იყოს მიჯრილი (უმჯობესია გამოვიყენოთ სუსტი ბრუნვადობის ძაფები). რუსული ნაცურით ქარგვისას იყენებენ თეთრ ძაფს კრემისფერ და მყარ ქსოვილზე. მისი გამოყენებით კეთდება, ასევე, წვრილ ბადესთან შეხამებული ფერადი ნაქარგები ბალიშზე, სუფრაზე და ა. შ. ქსოვილზე ბადის ამოსაქარგავად საჭიროა: გავწელოთ ძაფი ქსოვილის მთელ საჭირო ზედაპირზე და წარმოქმნილი ბადის კვანძები, წვრილი დიაგონალური გვირისტებით, ქსოვილზე დავამაგროთ.


ორმხარა ფერადი ნაცური

ორმხვრივი ფერადი ნაცური, ნაცურის ერთ-ერთი უმარტივესი სახეა. ის მცირე და საშუალო ზომის მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტების, ინიციალებისა და ემბლემების ქარგვისათვის გამოიყენება. სრულდება როგორც ნაფენით, ასევე ნაფენის გარეშე. ნაცურის გვირისტები სრულდება მოტივის შესაბამისად. შეიძლება გავაკეთოთ არასრული ორმხვრივი ნაცური, ამ დროს გვირისტები მთელ მოტივს კი არ ავსებენ, არამედ ისინი მხოლოდ საზღვრის გასწვრივ კეთდება.

მხატვრული ფერადი ნაცური (ნაცური „შერწყმით“)

ასეთი ნაცურით შეიძლება მოიქარგოს არა მარტო მცენარეული ორნამენტები, არამედ მცირე პეიზაჟიც. ასეთი ქარგვისას, ერთი და იგივე ფერის რამდენიმე ტონი თანდათან და უწყვეტად გადადიან ერთმანეთში. ამისათვის, უნდა გავაკეთოთ განსხვავებული სიგრძის პირველი ტონის გვირისტები და სიგრძეთა ცვლის შედეგად დარჩენილი ცარიელი ადგილები შევავსოთ იმავე ფერის მეორე ტონის გვირისტებით, რომლებსაც ასევე განსხვავებული სიგრძეები ექნებათ. მეორე ტონის გვირისტები ოდნავ უნდა ფარავდნენ კიდეც პირველი ტონის გვირისტებს, ეს გარემოება ქმნის ტონების უწყვეტად გადასვლის შთაბეჭდილებას. ეს ხერხი სწორედ არადათვლადი ქარგვისათვისაა დამახასიათებელი (მაგალითად, ჯვრით ქარგვის დროს, ქარგვის ტექნიკის დაურღვევლად, სხვადასხვა სიგრძის გვირისტების შექმნა შეუძლებელია).

ჭრილოვანი ნაცური

მას საწოლის თეთრეულისა და ტანსაცმლის (კაბის, მაისურის და სხვა) მორთვის დროს იყენებენ. ის აჟურულ (წმინდა, ბადისებრი), გამარტივებულ მცენარეულ ორნამენტს წარმოადგენს. მას ისევე ასრულებენ, როგორც ნასვრეტებს საწოლის ნაცურის დროს მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მოტივის ფორმა შეიძლება იყოს არა მარტო აუცილებლად მრგვალი. ნაცურის ლილვაკი თითქოს მის ფორმაზე მიგვითითებს.





„როკოკო“

ეს ქარგვა მხოლოდ მცენარეული ორნამენტების შესრულების დროს გამოიყენება. ამობურცული ფორმებით, ის ავსებს გლუვ ზედაპირებს და მას რელიეფურობას ანიჭებს. ამ სახის ქარგვისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნას მულინე, შალისა და სინთეთიკური ძაფები. ნემსი უნდა იყოს მსხვილი და პატარა ყუნწით. „როკოკო“ საჭიროა შევუხამოთ ქარგვის სხვა ფორმებს. მას შემდეგნაირად ასრულებენ: დავამაგროთ ძაფი ქსოვილის უკანა მხარეზე და ნემსი მის პირით მხარეს გამოვიტანოთ. ნემსი ქსოვილში შევარჭოთ და მის ბოლოზე ძაფი დავახვიოთ. დახვეული ძაფები თითებით დავიჭიროთ და ნემსი მათ შორის გავაძვრინოთ. ამის შემდეგ ნემსი კვლავ ქსოვილში შევარჭოთ და მის უკანა მხარეს გავიტანოთ. ნაქარგის ზომა დამოკიდებულია ნემსის ბოლოზე დახვეული ძაფის რაოდენობაზე. თუ თქვენ გადაწყვეტთ ორიგინალური ნახატით მორთოთ თქვენი ტანსაცმელი, თეთრეული, სუფრა ან ცხვირსახოცი, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას თუ ქარგვის რა მეთოდს აირჩევთ. როგორ ნაცური ასევე ქარგვა ჯვრით -ორივე მშვენიერი იქნება, თუ ნახატი გულითაა ამოქარგული. ოსტატობა ყოველთვის გამოცდილების შედეგეია. რაც უფრო მეტს მოქარგავთ, მით უფრო აკურატული და ლამაზი იქნება თქვენი ნამუშევარი. თუ თქვენ დიდი გამოცდილება ჯერ არა გაქვთ, ნუ შეეცდებით რთული ნამუშევრების შესრულებას, რადგანაც ეს დიდ გაწაფულობასა და მოთმინებას მოითხოვს. მოიკრიბეთ მოთმონება და იპოვეთ თქვენი სტილი, დაადგინეთ რა უფრო გეადვილებათ: ქარგვა ჯვრით თუ ნაცურით. იქნებ მარტივი- სვეტოვანი, ხავერდისებური, ტამბურული- ქარგვებით დაიწყებთ?